პრესრელიზი

2015 წლის 9 დეკემბერს დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში  სათემო ორგანიზაცია „ხორნაბუჯმა“ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლის დაფინანსებით დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად ჩაატარა  მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენციის შემაჯამებელი ღონისძიება თემაზე „ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობები“.

წინასწარ გამოცხადებულ ვადაში საკონკურსოდ  წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაშრომები:

„ქართველი სამხედრო პირები რუსეთში“ (ავტორი გოგა ცხვედიაშვილი, ხელმძღვანელი ნანა ჯავახიშვილი, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა);

„ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკი და ნეჩვოლოდოვები“ (ავტორი დიანა ბაუმი, ხორნაბუჯის საჯარო სკოლა);

„ედვარდ ჩოუშიანი“ (ავტორი მილენა აგაბალიანი, ხორნაბუჯის საჯარო სკოლა);

„თეთრხალათიანი რაინდები“ (ექიმ ნატროშვილების დინასტია) (ავტორი ანასტასია ყოჩიაშვილი, ხელმძღვანელი ეგული ყოჩიაშვილი, ქ. დედოფლისწყაროს N1  საჯარო სკოლა);

ხელოვნება საზღვრების გარეშე (ავტორები: ქეთი წიკლაური, ხათუნა გუშარაშვილი, ხელმძღვანელი ირინა თეთვაძე,  ქ. დედოფლისწყაროს N1  საჯარო სკოლა);

ზურაბ წერეთელი (ავტორი გიორგი პოპიაშვილი, ხელმძღვანელი ჯულეტა პოპიაშვილი, ქ. დედოფლისწყაროს N1  საჯარო სკოლა);

კონკურსის მონაწილებისათვის მომზადდა სამეცნიერო თემები ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიის და თანამედროვეობის შესახებ, მოეწყო ასევე შემეცნებითი გამოფენა დედოფლისწყაროში დრაგუნთა პოლკის საქმეების და აქ გადმოსახლებული დეკაბრისტების ისტორიებზე.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები პრეზენტაციების სახით, ასევე გაეცნენ საქართველოს სამეფოების და რუსეთის ურთიერთობების ისტორიულ ფაქტებს, რუსეთში ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროში  მოღვაწე ქართველების საქმიანობას, რუსი მწერლების საქართველოსთან დამოკიდებულების ამსახველ ინფორმაციას, წარმატებული დედოფლისწყაროელების  და მათი შთამომავლების მოღვაწეობას  რუსეთში.

ჟიურიმ: ეთერ ფიცხელაურის (ასოციაცია „წითელწყარო”-ს თავმჯდომარე), მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლების  ლალი ბასილაშვილის და ლიანა ბაიდოშვილის შემადგენლობით გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლეები:

I ადგილი_ გოგა ცხვედიაშვილი;

II ადგილი_მილენა აგაბალიანი;

III ადგილი_ანასტასია ყოჩიაშვილი;

აქტიური მონაწილეები: დიანა ბაუმი, გიორგი პოპიაშვილი, ქეთი წიკლაური, ხათუნა გუშარაშვილი.

მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, პრემიებით და ფასიანი საჩუქრებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიური სახლიდან: პროექტის „კულტურის კალენდარი“ კოორდინატორი მიხო ბეროშვილი, პროექტის  „ახალგაზრდა კავკასიელი ლიდერები მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ კოორდინატორი თამარ უჯუხუ.

დედოფლისწყაროს სათემო ორგანიზაცია „ხორნაბუჯი“ (თავმჯდომარე მანანა ყატაშვილი) მადლობას უხდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს ქალბატონ ლალი გურასპაულს და მუზეუმის თანამშრომლებს,  ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის პედაგოგ  ნანა ჯავახიშვილს, ხორნაბუჯის საჯარო სკოლის პედაგოგ სვეტლანა ჩოვუშიანს, ქ. დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგებს ირინა თეთვაძეს და ჯულიეტა პოპიაშვილს, დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრს ღონისძიების ორგანიზებაში თანადგომისათვის.

Advertisements

ტარდება მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია

განცხადება

დედოფლისწყაროს სათემო ორგანიზაცია „ხორნაბუჯი“ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი- კავკასიური სახლის დაფინანსებით დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო მოსწავლეებისათვის  ორგანიზებას უწევს და ატარებს მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებით კონფერენციას თემაზე „ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობები“.

მოსწავლეთა ნაშრომები შეიძლება ეხებოდეს როგორც საქართველოში რუსული კულტურის კერებსა და მოღვაწეებს, ისე რუსეთის კულტურულ და სამეცნიერო ცხოვრებაში ქართველთა მიერ შეტანილ  წვლილს.

მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო თემატიკა:

ქართველი მწერლები და პოეტები რუსეთში, მათი შემოქმედების მოკლე მიმოხილვა;

ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და მათი შთამომავლები რუსეთში;

რუსი მწერლები საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ;

ქართველი მეცნიერების წვლილი საბჭოთა მეცნიერების განვითარებაში;

ქართველი მუსიკოსები რუსეთში;

ქართველი თეატრის და კინოს მოღვაწეები რუსეთში;

ქართველი სპორტსმენები რუსეთში;

ქართველი მხატვრები რუსეთში;

ქართველი სამხედრო პირები რუსეთში;

ქართველი პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოღვაწეები  რუსეთში;

ქართველი ჟურნალისტები რუსეთში.

დედოფლისწყაროელი ცნობილი ადამიანები  და მათი შთამომავლები რუსეთში.

მოსწავლეებმა შეიძლება გამოიყენონ როგორც ნაბეჭდი სამეცნიერო და საინფორმაციო მასალა, ისე ინტერნეტი. ნაშრომში აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოყენებული წყაროს დასახელება, ავტორი, გამოქვეყნების წელი, გვერდი და ინტერნეტ-მისამართი.

მოსწავლეთა ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს  Ms. Word  და Ms. Power Point   ფორმატში როგორც ნაბეჭდი სლაიდების, ისე ელექტრონული სახით. (ამ კუთხით კონსულტაციებს და ტექნიკურ დახმარებას მოსწავლეებს გაუწევენ ორგანიზატორები).

სასურველია, ნამუშევარს ერთვოდეს სათანადო ფოტომასალა  (ან აუდიომასალა).

ნამუშევრები  წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

Ms. Word -ის ფორმატში შესრულებული ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს Sylfaen 11 ზომის შრიფტით, სტრიქონებს შორის 1 ინტერვალით არაუმეტეს A4 ფორმატის 3 გვერდისა, ხოლო Ms. Power Point -ის შემთხვევაში _არაუმეტეს 20 სლაიდისა.

საუკეთესო ნაშრომებისათვის დაწესებულია სამი პრემია:

1-ლი ადგილი-80 ლარი;

მე-2 ადგილი -60 ლარი;

მე-3 ადგილი-40 ლარი.

ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ნოემბერი.

მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, 9 ძმის ქ. N10, დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

საკონტაქტო პირები:

მანანა ყატაშვილი-( 599 572 842,

ლალი გურასპაული  – ( 595 090 774

წარმოდგენილი მასალის პრეზენტაცია,  სამი საუკეთესო  ნაშრომის ავტორი მონაწილის გამოვლენა და დაჯილდოება მოეწყობა დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 2015 წლის 9 დეკემბერს.

კონფერენციის მასალები განთავსდება ვებ-გვერდზე: https://ngokhornabuji.wordpress.com/

ორგანიზატორები

მანანა ყატაშვილი- 599 572 842,
ლალი გურასპაული –  595 090 774
წარმოდგენილი მასალის პრეზენტაცია, სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი მონაწილის გამოვლენა და დაჯილდოება მოეწყობა დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 2015 წლის 9 დეკემბერს.
კონფერენციის მასალები განთავსდება ვებ-გვერდზე: https://ngokhornabuji.wordpress.com/

ორგანიზატორები

პროექტი „დედოფლისწყარო: ჩემი სამშობლო-ჩემი კუთხე“

2015 წლის 17  სექტემბერს დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქართველი და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის ჩატარდა   დედოფლისწყაროს სათემო ორგანიზაცია „ხორნაბუჯის“ და  „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი კავკასიური სახლის“ პროექტის  „დედოფლისწყარო: ჩემი სამშობლო-ჩემი კუთხე“ დასკვნითი ღონისძიება. პროექტის ფარგლებში ზაფხულის განმავლობაში  ნაყოფიერად  იმუშავეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან არსებული  ხელგარჯილობის წრის წევრებმა. (ხელმძღვანელი მაყვალა ბოჭორიშვილი). მოსწავლეებმა ერთმანეთს და სტუმრებს გააცნეს  ქართული, სომხური, ბოშური, აზერბაიჯანული ეროვნული თავისებურებების გამომხატველი თოჯინები, ჩაცმულობა, ნახატები, ეთნოგრაფიული ნივთები, ცეკვები, სიმღერები, ლექსები, საჭმელები და სხვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიური სახლიდან: პროექტის „კულტურის კალენდარი“ კოორდინატორი მიხო ბეროშვილი, პროექტის  „ახალგაზრდა კავკასიელი ლიდერები მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ კოორდინატორი თამარ უჯუხუ. სტუმრები რაიონის გამგეობიდან და საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან.

მაღალი აქტიურობით გამოირჩოდნენ საბათლოს, ხორნაბუჯის და  სამრეკლოს საჯარო სკოლები (პედაგოგები: მაყვალა კობაიძე (საბათლოს საჯარო სკოლა), მარინა პოპოვა (სამრეკლოს საჯარო სკოლა), დარია აფციაური  და ლიანა ბაიდოშვილი   (ხორნაბუჯის საჯარო სკოლა), მაყვალა ბოჭორიშვილი (ხელგარჯილობის წრის ხელმძღვანელი), განსაკუთრებით დაამახსოვრდა მსმენელს რობერტ ჩარქანდიანის და პეტია პროშჩევის გამოსვლები.

პროექტის ყველა მონაწილე მოსწავლეს და მათ პედაგოგებს    გადაეცა ფასიანი საჩუქრები.

მადლობას ვუხდით დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს ქალბატონ ლალი გურასპაულს და მუზეუმის ყველა თანამშრომელს, ასევე-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს სოფელ საბათლოდან ვასილ ჩოუშიანს   პროექტის მიმდინარეობის პროცესში გამოჩენილი თანადგომისათვის.

მოსწავლეთა საყურადღებოდ!

2015 წლის 17 სექტემბერს,  13.00 სთზე,

გიწვევთ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

(. დედოფლისწყარო, 9 ძმის . N10)

პროექტის 

დედოფლისწყარო: ჩემი სამშობლოჩემი კუთხე

დასკვნით ღონისძიებაზე.

გთხოვთ, მობრძანდეთ!

ორგანიზატორები